GEOTGIA ENGLISH
ქართული English
ქართ/ინგ

 

 
თქვენ ხართ ვიზიტორი

 
 

ახალი ამბები
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა გიორგი ხიზანიშვილმა თანამშრომლებთან ერთად ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღო  

 თბილისი,24 იანვარი

24 იანვარს, 11.00 საათზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი თანამშრომლებთან ერთად იაშვილის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებულ ონკო-ჰემატოლოგიის განყოფილებას ესტუმრა. გიორგი ხიზანიშვილმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი უანგაროდ გაიღო. ჩაბარებული სისხლი ონკოჰემატოლოგიის განყოფილებაში საჭიროებისამებრ სისხლის სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვებს მოხმარდებათ.

 . . . ვრცლად> > >

გიორგი ხიზანიშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში 

 თბილისი, 20 იანვარი

 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი ხიზანიშვილი და მისი პირველი მოადგილე ვახტანგ კარგარეთელი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდნენ.

ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი ხიზანიშვილი სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის (LETI) სამეცნიერო სემინარს დაესწრო.

სამეცნიერო კონფერენცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. (ISTC)

კონფერენციაზე საუბარი იყო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული მონაცემთა ბაზების შექმნაზე და მათ განახლებაზე.

სამეცნიერო კონფერენციის პირველი დღე ინფორმაციული სახის გაცნობა იყო, რომელიც მოიცავდა LETI-ის ისტორიის, ინიციატივების და იმ წარმატებული პარტნიორობის მიმოხილვას, რომელიც დაინერგა ევროპასა და ამერიკაში.

 . . . ვრცლად> > >

ბიუროს ინგლისურენოვანი საიტი ამოქმედდა. 

  თბილისი,11 იანვარი

 www.expertiza.gov.ge ან www.forensics.ge სიახლე ინტერნეტ მომხმარებელთათვის, უკვე დღეიდან სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინგლისურენოვანი საიტი ამოქმედდა.

დაინტერესებულ პირებს ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ ინფორმაციის ინგლისურ ენაზე ნახვა.

საიტზე შესვლისთანავე თქვენ ირჩევთ თქვენთვის სასურველ ენას, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ უამრავი საინტერესო ინფორმაციის მიღება.

 . . . ვრცლად> > >

ბიურომ კიდევ ერთი უახლესი მოდელის ხელსაწყო შეიძინა 

 თბილისი,06 იანვარი

 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ “Gibertini”-ს ფირმის უახლესი მოდელის ავტომატური დისტილატორი “Super DEE” შეიძინა. აღნიშნული ხელსაწყოთი შესაძლებელია ყველა სახის ალკოჰოლური სასმელის სწრაფი და ზუსტი ანალიზი. ალკოჰოლის ნიმუშის გამოხდას ხელსაწყო ეთილის სპირტის პროცენტული შემცველობის დადგენისა და აქროლადი მჟავიანობის განსაზღვრის მიზნით ავტომატურ რეჟიმში აკეთებს.

 . . . ვრცლად> > >

ბიურო აცხადებს კონკურსს სხვადასხვა პოზიციებზე 

 

 

  თბილისი,05 იანვარი

 სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრში სხვადასხვა პოზიციებზე:

I. პოზიცია საინჟინრო სამმართველოს ექსპერტი ინჟინერ-მშენებელი.

II. პოზიცია ნორმატიული, ტექნიკური და ექსპერიმენტალური კვლევების სამმართველოს ექსპერტი – მშენებელი საგზაო ნაგებობების მიმართულებით.

III. პოზიცია ნორმატიული, ტექნიკური და ექსპერიმენტალური კვლევების სამმართველოს სპეციალისტი საგზაო ნაგებობების მიმართულებით.

IV. პოზიცია – ექსპერტი-მშენებელი, საშენი მასალების მიმართულებით.

V. პოზიცია სპეციალისტი - მშენებელი, საშენი მასალების მიმართულებით.

 

VI. პოზიცია – ტექნიკური მუშაკი.

 

 . . . ვრცლად> > >

ახალი ამბების არქივი

იანვარი
2012
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჩვენი პარტნიორები

USA

ENFSI

gl

NBE Banner