სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეძენილი იქნა დიდი ბრიტანეთის წარმოების, Foster+Freeman ფირმის ციანოაკრილატის (სუპერწებოს) ასაორთქლებელი, უახლესი მოდელის MVC 3000/D კაბინა, რომლის საშუალებითაც ხდება ციანოაკრილატის აორთქლება.
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.
დეპარტამენტი _ ადმინისტრაცია; სამმართველო _ ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო პოზიცია – მთავარი სპეციალისტი საშტატო ერთეული – 1; შრომითი ანაზღაურება – 940 ლარი; სამუშაო განაკვეთი – სრული.
ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა “რედისონ ბლუ ივერიაში” გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
თბილისი, 31 იანვარი
საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინიციატივით, 2012 წლის 30 იანვარს, “რედისონ ბლუ ივერიაში”, გაიმართა თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს სამუშაო შეხვედრა, რომელშიც, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხრიდან, მონაწილეობა მიიღო ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ყოჩიაშვილმა. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ეროვნული მნიშვნელობის ბიოლოგიური საფრთხისაგან დაცვის პროექტისა და ამ საფრთხეებზე ერთიანი რეაგირების გეგმის შემუშავება, სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისაგან სამუშაო ჯგუფების შექმნა, ეროვნული მზადყოფნის და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს
თბილისი,30 იანვარი
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრში სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოში:
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა გიორგი ხიზანიშვილმა თანამშრომლებთან ერთად ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღო
თბილისი,24 იანვარი
24 იანვარს, 11.00 საათზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი თანამშრომლებთან ერთად იაშვილის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებულ ონკო-ჰემატოლოგიის განყოფილებას ესტუმრა. გიორგი ხიზანიშვილმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი უანგაროდ გაიღო. ჩაბარებული სისხლი ონკოჰემატოლოგიის განყოფილებაში საჭიროებისამებრ სისხლის სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვებს მოხმარდებათ.