GEOTGIA ENGLISH
ქართული English
        
ქართ/ინგ

 

თქვენ ხართ ვიზიტორი

 
 

2012 წლის 21 მაისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხარდაჭერით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა.

2012 წლის 21 მაისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხარდაჭერით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა. სამართლის დოქტორ ნინო გოგნიაშვილის ავტორობითა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აქტიური მონაწილეობით ბიუროს უფროსის მოადგილის, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის როსტომ ლაზარიას, ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის ნინო ყოჩიაშვილის რედაქტორობით და გამოიცა სახელმძღვანელო სახელწოდებით „კრიმინალისტიკა“. წიგნის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

სახელმძღვანელო განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და ექსპერტ-კრიმინალისტებისათვის. ახალი წიგნი ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ოპერატიული სამსახურის მუშაკებს, გამომძიებლებს, პროკურორებს, მოსამართლეებს, ადვოკატებსა და აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ მკითხველს.

წიგნი მოიცავს კრიმინალისტიკური ტექნიკის ნაწილს. მასში განხილულია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საშუალებები. მათი გამოყენებისა და მოხმარების წესები, საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევის ძირითადი მეთოდები, რომლებიც სწრაფად ვითარდება მსოფლიოში და მის ფეხდაფეხ ინერგება - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ნაშრომში წარმოდგენილი ფერადი ილუსტრაციებისა და ფოტოების უმეტესობა ბიუროს რეალური საქმიანობიდან არის აღებული.

სექტემბერი
2014
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
ჩვენი პარტნიორები

USA

ENFSI

gl

NBE Banner

 

2014 © ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
ყველა უფლება დაცულია